ამ ნამუშევრის სახელწოდებაა „The 2nd Law” და გაყიდვაში მიმდინარე წლის სექტემბერში გამოჩნდება.
ზემოთდასახელებული დისკი ჯგუფის ისტორიაში რიგით მეექვსეა. „Muse”-ს წინა სტუდიურმა ჩანაწერმა დღის სინათლე 2009 წელს იხილა.
ახალი ალბომი ქალაქ ლონდონში მდებარე ხმის ჩამწერ სტუდიაში მომზადდა. მის სამუშაო პროცესში კომპოზიტორი დევიდ კემპბელიც მონაწილეობდა.