თურქეთში, შირნაქის პროვინციაში გუშინ, სამხედრო ვერტმფრენმა კატასტროფა განიცადა, რომლის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა.
როგორც ცნობილი გახდა, სამხედრო ვერტმფრენი ელექტროგადამცემხაზს დაეჯახა.
„შირნაქის პროვინციის ულუდერეს რაიონში სამხედრო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა. თვითმფრინავი ელექროგადამცემხაზს დაეჯახა“, - ნათქვამია ადგილობრივი ხელისუფლების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
დაღუპულებს შორის არიან გენერალი, ორი პოლკოვნიკი და საშუალო რგოლის ოთხი ოფიცერი. სამხედრო მოსამსახურეების დაღუპვის ფაქტი თურქეთის გენერალურმა შტაბმა დაადასტურა.