რუსეთის იუსტიციის სამინისტრო - რუსეთი აფხაზეთში სახელისუფლებო უწყებების ქმედებებზე პასუხს არ აგებს

რუსეთის იუსტიციის სამინისტრო - რუსეთი აფხაზეთში სახელისუფლებო უწყებების ქმედებებზე პასუხს არ აგებს

რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთში გასამართლებული საქართველოს მოქალაქეების სარჩელთან დაკაშირებით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს შეახსენებს, რომ რუსეთი პასუხს არ აგებს „აფხაზეთში სახელისუფლებო უწყებების ქმედებებზე“. აღნიშნულის შესახებ განცხადება რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ გააკეთა.

რუსეთის იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთის რწმუნებულმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სასამართლოს დამატებითი შენიშვნებით მიმართა საქართველოს მოქალაქეების, მამასახლისისა და ნანავას სარჩელთან დაკაშირებით, რომლებიც გასამართლებულები იყვნენ ტერორისტული აქტების მომზადების გამო ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე და რომლებიც შემდგომში შეიწყალეს.

„რუსეთის ხელისუფლების სამართლებრივი პოზიცია უარყოფს ნებისმიერ ინსინუაციებს, რომელიც ეხება მცდელობებს, რუსთს პასუხისმგებლობა დააკისრონ აფხაზეთის რესპუბლიკის ოფიციალური ორგანოების ქმედებებზე“, - ნათქვამია რუსთის იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში.

ამ დროისთვის საქმე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პალატის პროცესუალური განხილვის სტადიაზეა.