ეს სერიოზული ბრალდებებია და მე მაღელვებს, ისევე როგორც ყველა ქართველს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოში აშშ-ის ელჩმა იან კელიმ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმეზე კომენტირებისას განუცხადა.
მისივე განმარტებით, ელოდება დამატებით ინფორმაციას მთავრობისგან.
“ეს სერიოზული ბრალდებებია და მე მაღელვებს, ისევე როგორც ყველა ქართველს. ამიტომ ყურადღებით ვაკვირდებით ამ პროცესს და ველოდებით დამატებით ინფორმაციას მთავრობისგან. ჩვენ ვიცით, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო იკვლევს ამ საქმის გარემოებებს. ეს ბრალდებები არის შემაშფოთებელი და ჩვენ გვჭირდება მეტი ინფორმაცია”, - განაცხადა იან კელიმ.