ირაკლი შოთაძე ედიშერ ქარჩავას განცხადებებზე: ყველა ინფორმაციას გადავამოწმებთ

ირაკლი შოთაძე ედიშერ ქარჩავას განცხადებებზე: ყველა ინფორმაციას გადავამოწმებთ

ჩვენთვის მნიშვნელოვანია ყველა ინფორმაცია და ყველა ინფორმაციას გადავამოწმებთ,- ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ საპატრიარქოს იურისტის, ედიშერ ქარჩავას განცხადებების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

"ედიშერ ქარჩავა დაიკითხა. რა თქმა უნდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ყველა ინფორმაცია და ყველა ინფორმაციას გადავამოწმებთ",- განაცხადა შოთაძემ.

როგორც ცნობილია, ედიშერ ქარჩავა რამდენიმე პირს, მათ შორის მეუფე პეტრეს და პატრიარქის დაცვის ყოფილ უფროს სოსო ოხანაშვილს უწმინდესის მკვლელობის სურვილში ადანაშაულებს.