საპატრიარქოს ირგვლივ განვითარებული მოვლენები საკმაოდ მგრძნობიარეა, დაველოდოთ გამოძიებას

საპატრიარქოს ირგვლივ განვითარებული მოვლენები საკმაოდ მგრძნობიარეა, დაველოდოთ გამოძიებას

პარლამენტის ვიცე სპიკერის, ზვიად ძიძიგურის განცხადებით, საპატრიარქოში მიმდინარე პროცესები საკმაოდ მგრძნობიარეა, ამიტომ წინასწარ კომენტარების და შეფასებების გაკეთება არასწორია.

როგორც ძიძიგურმა აღნიშნა, საპატრიარქოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება და მნიშვნელოვანია გამოძიების დასრულებას დაველოდოთ.

“ეს არის ძალიან მგრძნობიარე პროცესი, რომელიც მიმდინარეობს საპატრიარქოს ირგვლივ. დაველოდოთ როგორ განვითარდება მოვლენები. სასამართლო გამოძიების სტადიაზეა საქმე გადასული და დაველოდოთ საქმის მიმდინარეობას. დაველოდოთ გამოძიებას”, - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.