ე.წ. მოსმენების სააგენტოს ხელმძღვანელის თანამდებობაზე რამდენიმე კანდიდატი მოიაზრება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა ვახტანგ გომელაურმა განუცხადა.
მისი თქმით, ამ დროისთვiს კანდიდატების დასახელებისგან თავს შეიკავებს.
"მოიაზრებიან კანდიდატები. რამდენიმე კანდიდატია. მათი დასახელებისგან ამ ეტაპზე თავს შევიკავებ",- განაცხადა გომელაურმა.
პარლამენტის მიერ მიღებული კანონით, კანონის ამოქმედებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში, ოპერატიულ-ტექნიკური სამსახურის ხელმძღვანელი უნდა დაინიშნოს. დანიშვნის პროცედურა შემდეგია: სუს-ის ხელმძღვანელი სპეციალურ კომისიას აღნიშნულ თანამდებობაზე სამ კანდიდატს შესთავაზებს, რომელთაგან ერთს კომისია შეარჩევს და მას დასანიშნად პრემიერ-მინისტრს წარუდგენს. ახალი კანონი 31 მარტს ამოქმედდა.