აზერბაიჯანული მხარე ამბობს, რომ აფგან მუხთარლის დაკავება მოხდა „მწვანე საზღვარზე“, იქ, სადაც პასპორტი არ სჭირდება

აზერბაიჯანული მხარე ამბობს, რომ აფგან მუხთარლის დაკავება მოხდა „მწვანე საზღვარზე“, იქ, სადაც პასპორტი არ სჭირდება

როგორც აზერბაიჯანული მხარე ამბობს, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი „მწვანე საზღვარზე“ დააკავეს და არა გამშვებ პუნქტზე, - ამის შესახებ სახელმწიფო უსართხოების სამსახურის ხელმძღვანელმა ვახტანგ გომელაურმა განაცხადა.

გომელაურის თქმით, აზერბაიჯანული მხარე აცხადებს, რომ ჟურნალისტი დაკავებულია იქ, სადაც გადასვლას პასპორტი არ სჭირდება.

„განცხადებების გაკეთება არ უნდა ვიჩქაროთ. მე თავს შევიკავებ. შს სამინისტრომ დაიწყო გამოძიება, მიმართა აზერბაიჯანულ მხარეს, შს სამინისტროს. ალბათ, იქიდან გაკეთდება ოფიციალური განცხადება, თუ რა მოხდა, სად მოხდა ამ ადამიანის დაკავება. როგორც აზერბაიჯანული მხარე აცხადებს, დააკავეს მწვანე საზღვრის კვეთის დროს და არა გამშვებ პუნქტზე ანუ იქ, სადაც პასპორტი არ სჭირდება. ჩვენ შევისწავლით ამ ფაქტს“, - განაცხადა გომელაურმა.