თორდია-ფარცხალაძის საქმეზე საგამოძიებო მოქმედებების უდიდესი ნაწილი უკვე ჩატარებულია

თორდია-ფარცხალაძის საქმეზე საგამოძიებო მოქმედებების უდიდესი ნაწილი უკვე ჩატარებულია

თორდია-ფარცხალაძის საქმეზე საგამოძიებო მოქმედებების უდიდესი ნაწილი უკვე ჩატარებულია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს მთავარმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ განუცხადა.

მისი თქმით, გამოძიების შესახებ საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია მიეწოდება.

"მიმდინარეობს გამოძიება, დანიშნულია ექსპერტიზები. ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედებები და უდიდესი ნაწილი უკვე ჩატარებულია. გამოძიების შესახებ საკმაოდ დეტალური ინფორმაცია მიეწოდება საზოგადოებას",- განაცხადა შოთაძემ.