სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას არაერთი პოლიციელის სიცოცხლე შეეწირა, ისინი ჩვენი დროის გმირები არიან

სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას არაერთი პოლიციელის სიცოცხლე შეეწირა, ისინი ჩვენი დროის გმირები არიან

სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას არაერთი პოლიციელის სიცოცხლე შეეწირა. ისინი ჩვენი დროის გმირები არიან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პოლიციის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე განაცხადა.

პრემიერმა პოლიციელებს პროფესიული დღე მიულოცა და ქვეყნისთვის გაწეული სამსახურისთვის, საზოგადოებრივი წესრიგისა და მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვისთვის მადლობა გადაუხადა.

„საქმე, რომელსაც თქვენ ემსახურებით, უდიდეს პასუხისმგებლობასთან და მაღალ პროფესიონალიზმთან არის დაკავშირებული და ხშირად საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასადაც გიწევთ მუშაობა. ჩვენ არაერთი მაგალითი გვაქვს პოლიციელის პირადი თავგანწირვის. სამწუხაროდ, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას არაერთი პოლიციელის სიცოცხლე შეეწირა. ისინი ჩვენი დროის გმირები არიან“, - განაცხადა პრემიერმა.