საზოგადოებამ ცალსახად დაინახა, რომ ხელისუფლებას სურს საპატრიარქოში პროცესები მართოს და ამისთვის არაფერს ერიდება

საზოგადოებამ ცალსახად დაინახა, რომ ხელისუფლებას სურს საპატრიარქოში პროცესები მართოს და ამისთვის არაფერს ერიდება

”ევროპული საქართველოს” წევრი, სერგო რატიანი საპატრიარქოში მიმდინარე მოვლენებს ხელისუფლების ინტერესებს უკავშირებს.

როგორც რატიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ხელისუფლების სურვილია მართოს ის პროცესები რომელიც საპატრაირქოში მიმდინარეობს

,,საპატრიარქოში მიმდინარე პროცესების დაწყებისთანავე, საზოგადოებამ ცალსახად დაინახა, რომ ხელისუფლებას სურს იქ პროცესები მართოს და არ ერიდება არაფერს. ამ საქმეში პროკურატურა ძალიან ცუდად ერევა . ეს არის საბჭოთა ვნებები, როდესაც ხელისუფლებას სურს აკონტროლოს ყველა ინსტიტუტი, მათ შორის ეკლესიაც“, - განაცხადა სერგო რატიანმა.