დღეს საქართველოში პოლიციელის დღე აღინიშნება

დღეს საქართველოში პოლიციელის დღე აღინიშნება

დღეს საქართველოში პოლიციელის დღე აღინიშნება. როგორც ”ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, შსს-ს ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციელის პროფესიული დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართება.

ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები, სპეციალურად ამ დღისთვის ჩამოსული მაღალი რანგის სტუმრები და დელეგაციები, ასევე, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრებიან.

პოლიციელის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება 31 მაისს, 11:00 საათზე დაიწყება.