საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში საკონსტიტუციო პროექტის საყოველთაო სახალხო განხილვაზე ერთმანეთს ”ევროპული საქართველოსა” და ”ქართული ოცნების” მხარდამჭერები სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.
სიტყვიერი დაპირისპირება ძირითადად ამ პოლიტიკური პარტიების საქმიანობას ეხებოდა. ”ქართული ოცნების” მხარდამჭერები ”ევროპულ საქართველოს” ”ნაციონალური მოძრაობის” წარსულისკენ მიუთითებენ და ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდს ახსენებენ. ხოლო ”ევროპული საქართველოს” მხარდამჭერები ”ქარულ ოცნებას” უმოქმედებაში ადანაშაულებენ.
სიტყვიერი დაპირისპირება ორი პარტიის მხარდამჭერებს შორის კითხვა-პასუხის დროს დაიწყო. ამის გამო კითხვა-პასუხის რეჟიმი დღევანდელ განხილვაზე რამდენჯერმე შეწყდა. დღევანდელ განხილვას ორივე პარტიის წარმომადგენლები ესწრებიან.