აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, თბილისში აზერბაიჯანელი ჟურნალისტი გაუჩინარდა

აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, თბილისში აზერბაიჯანელი ჟურნალისტი გაუჩინარდა

თბილისში აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხტარლი გაუჩინარდა, - აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანული „მეიდან ტვ“ იუწყება.

ჟურნალისტის მეუღლის ლეილა მუსტაფაევას თქმით, ის სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. აღნიშნულთან დაკავშირებით აზერბაიჯანელი ჟურნალისტის მეუღლემ ქართველ სამართალდამცველებს მიმართა.

აფგან მუხტარლი ცნობილია როგორც აზერბაიჯანის ხელისუფლების პოლიტიკის კრიტიკოსი. ის 2015 წლიდან იძულებული იყო საქართველოში ეცხოვრა.

გუშინ ერთ-ერთ საიტზე, რომელიც აზერბაიჯანის ხელისუფლების კონტროლის ქვეშ არის, სტატია გამოქვეყნდა საქართველოში მოქმედ აზერბაიჯანელი ოპოზიციონერების იატაკქვეშა ქსელზე. ამ ქსელის აქტივისტებს შორის დასახელდა აფგან მუხტარლიც.