კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა და საკრებულოს წევრმა ზურა აბაშიძემ დედაქალაქის მერიას და საკრებულოს ოფიციალური წერილით მიმართა. ზურა აბაშიძე „ქართული ოცნების“ ცენტრალური ოფისის მიმდებარე ტერიტორიიდან სამშენებლო მასალის ნარჩენების გატანასა და ღობის აღებას ითხოვს, რომელზეც დედაქალაქის მერია უკვე რამდენიმე თვეა უარს აცხადებს.