ეს არის აბსოლუტურად რეალისტური გეგმა ძალიან მნიშვნელოვანი შეთავაზებებით, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა რომან გოცირიძემ ,,ინტეპრესნიუსს" თბილისის საარჩევნო პროგრამის სამუშაო ვერსიის განხილვის შემდეგ განუცხადა.
რომან გოცირიძის თქმით, აღნიშნული პროგრამის სამუშაო ვერსია მოსახლეობასთან შეხვედრების შემდეგ დაიხვეწება.
„მაქსიმუმ ერთი თვის შემდეგ ჩვენ გვექნება ამ პროგრამის საბოლოო ვერსია და დავასახელებთ თბილისის მერობის კადიდატს, ისევე როგორც წარმოვადგენთ დედაქალაქის საკრებულოს წევრობის კანდიდატების სიას", - განაცხადა გოცირიძემ.
რაც შეეხება იმას, თუ ვინ იქნება ,,ნაციონალური მოძრაობის" თბილისის მერობის კანდიდატი, რომან გოცირიძის განცხდებით, განიხილებოდა 4-5 კანდიდატი, მათ შორის, გრიგოლ ვაშაძე, ნიკა მელია და სხვები.
„ეს პროცესი გრძელდება და ჩვენ საბოლოო გადაწყვეტილებას დაახლოებით 2 კვირის შემდეგ მივიღებთ", - განაცხადა რომან გოცირიძემ.