აკაკი ბობოხიძე:  ჩვენ დასავლეთი გვრყვნის და მეზობელი რუსეთი არის ზნეობის სიმბოლო?

აკაკი ბობოხიძე: ჩვენ დასავლეთი გვრყვნის და მეზობელი რუსეთი არის ზნეობის სიმბოლო?

ჩვენ დასავლეთი გვრყვნის და მეზობელი რუსეთი არის წესიერებისა და ზნეობის სიმბოლო? თუ სადმე არის გეი კლუბები, ეს არის მოსკოვში, - ამის შესახებ პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრმა აკაკი ბობოხიძემ ხულოში საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვისას სიტყვის გამოსვლისას განაცხადა.

როგორც აკაკი ბობოხიძემ განაცხადა, ქვეყანაში ადამიანის უფლებები დაცული უნდა იყოს და საქართველო ნორმალურ სახელმწიფოდ უნდა ჩამოყალიბდეს.

ოპოზიციის წარმომადგენელმა სიტყვით გამოსვლისას ტერიტორიული მთლიანობისა და უმცირესობათა უფლებების საკითხების შესახებ ისაუბრა.

„ჩვენ დასავლეთი გვრყვნის და მეზობელი რუსეთი არის წესიერებისა და ზნეობის სიმბოლო? თუ სადმე არის გეი კლუბები ეს არის მოსკოვში. ამიტომ მე მინდა გითხრათ, რომ ადამიანის უფლებებს პატივი ვცეთ და ნორმალური სახელმწიფო გვქონდეს. ჩვენ ყველაზე რთულ რეგიონში ვართ, რომელიც საუკუნის განმავლობაში თურქეთის შემადგენლობაში იყო, ანუ ქვეყანა, რომელიც გუშინ ჩვენი დაუძინებელი მტერი იყო, დღეს ჩვენი სტარტეგიული პარტნიორია, ისტორია იცვლება“, - განაცხადა აკაკი ბობოხიძე.