გია ვოლსკი:  ქორწინებასთან დაკავშირებული თემით სპეკულირება არ უნდა მოხდეს

გია ვოლსკი: ქორწინებასთან დაკავშირებული თემით სპეკულირება არ უნდა მოხდეს

საქართველოს პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების“ დეპუტატის, გია ვოლსკის განცხადებით, ქორწინებასთან დაკავშირებული თემით სპეკულირება არ უნდა მოხდეს.

როგორც ვოლსკიმ ხულოში, საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვაზე განაცხადა, აღნიშნულ საკითხზე რელიგიურმა საბჭომ უკვე იმსჯელა და შესაბამისი გადაწვეტილება მიიღო.

„ქორწინების საკითხზე რელიგიური საბჭო შეიკრიბა და ამ თემაზე შეთანხმდა. შეხვედრაზე მართლმადიდებლური ეკლესიის, მუსლიმთა კავშირის და სხვა კონფესიების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. მათ გადაწყვიტეს, რომ ქორწინება არის ქალისა და მამაკაცის ერთობა, მაგრამ საქმე იმაშია, რომ არ მოხდეს ამ თემით სპეკულირება“, - აღნიშნა გია ვოლსკიმ.