გიორგი კვირიკაშვილი აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრს შეხვდა

გიორგი კვირიკაშვილი აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრს ზაკირ ჰასანოვს შეხვდა. როგორც ”ინტერპრესნიუსს” მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, შეხვედრაზე ორი ქვეყნის პარტნიორული ურთიერთოებების საკითხები განიხილეს.

მათივე ინფორმაციით, საუბარი შეეხო თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს და სამხედრო სფეროში გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას. მხარეებმა ასევე ისაუბრეს სამმხრივ ფორმატზე - საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის თანამშრომლობის კიდევ განვითარებაზე, რეგიონის სტრატეგიული ენერგოსატრანსპორტო ინფრასტრუქტურის დაცვის მიზნით. ყურადღება გამახვილდა რეგიონში მიმდინარე პროცესებზე.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, მინისტრის მოადგილე ლელა ჩიქოვანი და პრემიერ–მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობების საკითხებში თედო ჯაფარიძე დაესწრნენ.