ჩვენ ყველას გვსურს და შეგვიძლია ვიცხოვროთ უკეთეს ქვეყანაში, უკეთეს თბილისში

ჩვენ ყველას გვსურს და შეგვიძლია ვიცხოვროთ უკეთეს ქვეყანაში, უკეთეს თბილისში

ჩვენ ყველას ერთად გვსურს და შეგვიძლია ვიცხოვროთ უკეთეს ქვეყანაში, უკეთეს თბილისში. დიახ, ჩვენ აუცილებლად ვიცხოვრებთ უკეთესს საქართველოში, - ამის შესახებ ,,ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა ნიკა მელიამ თბილისის საარჩევნო პროგრამის სამუშაო ვერსიის განხილვაზე განაცხადა.

„დღეს ჩვენ განახლებული პოლიტიკური პარტია „ნაციონალური მოძრაობა", რომელიც კიდევ უფრო მნიშვნელოვნად განახლებული სახით წარსდგება საზოგადოების წინაშე უახლოეს მომავალში, შევიკრიბეთ იმისთვის, რომ მოგისმინოთ თქვენ, მოგვისმინოთ ჩვენ იმ ხედვებთან დაკავშირებით, რომელიც თბილისს უკავშირდება. გავიგოთ, თუ რას ფიქრობთ იმ პრობლემებთან დაკავშირებით, რაც დაგროვდა, როგორია თქვენი ხედვა, როგორ ხედავთ უკეთესს თბილისს. მიმაჩნია, რომ მხოლოდ ასე და ამ ფორმით, მჭიდრო ურთიერთობის შედეგად უნდა მოხდეს საარჩევნო ახალი ხედვის წარდგენა განახლებული „ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან. ჩვენ გვაქვს უამრავი იდეა, განახლებული მიდგომა და გვინდა ეს ყველაფერი თქვენთან შევათანხმოთ, რათა განახლებულ „ნაციონალურ მოძრაობას" ჰქონდეს განახლებული ხედვა და განახლებული პროგრამით ჩვენ შევიდეთ ბრძოლაში თბილისში არჩევნების მოსაგებად. ჩვენ ყველას ერთად გვსურს და შეგვიძლია ვიცხოვროთ უკეთეს ქვეყანაში, უკეთესს თბილისში. დიახ, ჩვენ აუცილებლად ვიცხოვრებთ უკეთესს საქართველოში. ჩვენ ყველას ერთად გვსურს და შეგვიძლია ჩვენი შვილებისთვის უკეთესი მომავალი შევქმნათ და ჩვენ აუცილებლად გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ჩვენს შვილებს უკეთესი მომავალი ჰქონდეთ", - განაცხადა ნიკა მელიამ.

მისივე თქმით, მომავალი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იმაზე მნიშვნელოვანია, ვიდრე 2016 წლის, 2014 წლის არჩევნები იყო.

,,ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს ხელისუფლება დავამარცხოთ. ერთი, რომ დავამარცხოთ ,,ქართული ოცნება" თავისი კრიმინალური კლანით, მაგრამ მეორე მხარე ამ პრობლემისა არის ის, თუ რას ვაპირებთ და რა არის გეგმა, „ქართული ოცნების" დამარცხების შემდეგ როგორ ავაღორძინებთ თბილისს. ჩვენ გვაქვს უამრავი პროექტი, რომელზეც ვიმუშავეთ, ჩვენ გვინდა ეს თქვენ შეგითანხმოთ და თქვენგან მივიღოთ რჩევა", - განაცხადა მელიამ.