დავით ნარმანია ტყუილს უწოდებს განცხადებას, რომ ოთარ ფარცხალაძისთვის მიწების გადაცემის საკითხზე გარკვეულ დოკუმენტაციას მერიაში ვერ მიაკვლიეს

დავით ნარმანია ტყუილს უწოდებს განცხადებას, რომ ოთარ ფარცხალაძისთვის მიწების გადაცემის საკითხზე გარკვეულ დოკუმენტაციას მერიაში ვერ მიაკვლიეს

ნებისმიერი დოკუმენტაცია, რაც ჩვენ ხელთ გვქონდა, მივეცით სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანამშრომლებს, - ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც გამოეხმაურა აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის, ლაშა თორდიას განცხადებას, რომ მერიაში ყოფილ მთავარ პროკურორ, ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით გარკვეულ დოკუმენტაციას ვერ მიაკვლიეს.

”ეს არის ტყუილი. ნებისმიერი დოკუმენტაცია, რაც ქალაქის მერიაში ინახება, არის შემმოწმებლებისთვის ღია, ამიტომ, ნებისმიერი დოკუმენტაცია, რაც ჩვენ ხელთ გვქონდა, მივეცით სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანამშრომლებს”,- განაცხადა ნარმანიამ.

რაც შეეხება იმას, რომ ოთარ ფარცხალაძის კომპანიას სამჯერ მეტი ფართობის ნაკვეთი გადაეცა, ვიდრე ვერეს ხეობაში ჰქონდა, ნარმანიამ განმარტა, რომ შეფასება გაკეთებულია ექსპერტების მიერ.

”ასე რომ, თბილისის მერია დაეყრდნო ამ შეფასებას”,- განახადა ნარმანიამ.