თორდია-ფარცხალაძის საქმეზე საპარლამენტო კომისიის შექმნა ნიშნავს, რომ საგამოძიებო უწყებების ლეგიტიმაციას ეჭვქვეშ აყენებ

თორდია-ფარცხალაძის საქმეზე საპარლამენტო კომისიის შექმნა ნიშნავს, რომ საგამოძიებო უწყებების ლეგიტიმაციას ეჭვქვეშ აყენებ

„ქართული ოცნების” დეპუტატის, კობა ნარჩემაშვილის აზრით, თორდია-ფარცხალაძის საქმეზე გამოძიების დასრულებამდე პარლამენტის დროებითი კომისიის შექმნა ნაადრევი და არასწორი გადაწყვეტილება იქნება.

როგორც ნარჩემაშვილი აცხადებს, გამოძიების შედეგების გამოქვეყნებამდე პარლამენტში დროებითი კომისიის შექმნა იმას ნიშნავს, რომ საგამოძიებო უწყებების ლეგიტიმაციის საკითხს ეჭვქვეშ აყენებ.

”ამაზე ორი აზრი არ შეიძლება არსებობდეს, რადგან კომისიის შექმნით საგამოძიებო ორგანოების ლეგიტიმაციის საკითხს სვამ დღის წესრიგში. რისთვის გყვავს საგამოძიებო ორგანოები, თუკი მას მომხდარზე დასკვნის გაკეთებას არ ვაცლით? მნიშვნელოვანია დაველოდოთ გამოძიების მიერ საბოლოო დასკვნის გამოქვეყნებას”, - აცხადებს კობა ნარჩემაშვილი.

ამასთან, დეპუტატის თქმით, იმის თქმის საფუძველი, რომ თორდია-ფარცხალაძის საქმეზე პროკურატურა პოლიტიკურად მოტივირებულია, მას არ გააჩნია.

ცნობისთვის, გასული კვირის პლენარულ სხდომაზე პარლამენტმა უმცირესობის მიერ შეთავაზებული დადგენილების პროექტი განიხილა, რომელიც შარდენზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დროებით საგამოძიებო კომისის შექმნას ითვალისწინებს. საკითხი კენჭისყრაზე ჯერ არ დამდგარა - გადაწყვეტილებას პარლამენტი მომავალ სასესიო კვირას მიიღებს.