პატრიარქმა მეუფე ისაიას უმაღლესი ჯილდო გადასცა

პატრიარქმა მეუფე ისაიას უმაღლესი ჯილდო გადასცა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორე ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლოტი, მეუფე ისაია სკუფიაზე ბრილიანტის ჯვრის ტარების უფლებით დააჯილდოვა.

"დღეს ჩვენ ვაჯილდოებთ უმაღლესი ჯილდოთი მეუფე ისაიას. მეუფე თავდადებულად მოღვაწეობს ისეთ რთულ ეპარქიაში, რომელიც მას დაეკისრა. ღმერთმა ძალა და მადლი მისცეს მას. ამასთან დაკავშირებით ვაჯილდოებთ სკუფიაზე ბრილიანტის ჯვრის ტარების უფლებით", - აღნიშნა პატრიარქმა.