ბრედ პიტი მერლინ მონროზე ფილმს იღებს (VIDEO)

ბრედ პიტი მერლინ მონროზე ფილმს იღებს (VIDEO)

ფილმმა „7 დღე და ღამე მერლინთან“ დაუვიწყარი წარმატება, არა მხოლოდ მის რეჟისორს საიმონ კერტისს მოუტანა, არამედ მთელ სამსახიობო ჯგუფს, რომლებიც ფილმში მთავარ როლებს ასრულებდნენ.

მერლინის როლის შემსრულებელი მიშელ უილიამსი, ამ  როლისთვის „ოქროს გლობუსით“ დაჯილდოვდა და კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდოს „ოსკარის“ ნომინანტიც გახდა.

ცოტამ თუ იცის, იმის შესახებ, რომ „7 დღე და ღამე მერლინთანის“ გადაღების პარალელურად, რეჟისორმა ენდრიუ დომინიკმა დაიწყო ჰოლივუდის ლეგენდარული მსახიობის ცხოვრებაზე კიდევ ერთი ფილმის გადაღება, სახელწოდებით,- „ქერათმიანი“ .  ფილმს დომინიკი ჯოის კეროლი ოუტსის, 2000 წელს გამოშვებული, იგივე სახელწოდების წიგნის მიხედვით იღებდა.

2010 წლის გაზაფხულზე მთავარი როლის შემსრულებლის, ნაომი უოტსის ვინაობაც  ცნობილი გახდა. თუმცა რამდენიმე ხნის შემდეგ გადაღებები შეწყდა და  გაურკვეველი ვადით გადაიდო. უცნობია, როგორ დასრულდებოდა  ეს ისტორია, რომ არა ბრედ პიტი, რომელმაც  გადაწყვიტა ფილმს „მეორე სიცოცხლე“ აჩუქოს. დღეს, მან განაცხადა, რომ სურს, საკუთარი მეგობრის, რეჟისორ ენდრიუ დომინიკის ფილმის,- „ქერათმიანი“ პროდიუსერი გახდეს.