რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ჰასან რუჰანის ირანის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. აღნიშნულის შესახებ კრემლის პრესსამსახური იუწყება. „რუსეთის პრეზიდენტმა დაადასტურა მზაობა რუსეთ-ირანის პარტნიორული თანამშრომლობის განვითარების კუთხით აქტიური ერთობლივი მუშაობა განაგრძოს როგორც ორმხრივი, ასევე საერთაშორისო დღის წესრიგის ჩარჩოებში“, - ნათქვამია კრემლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ირანის მოქმედმა პრეზიდენტმა ჰასან რუჰანიმ ირანის საპრეზიდენტო არჩევნების პირველივე ტურში გაიმარჯვა. ირანის შს სამინისტროს ცნობით, ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა ამომრჩეველთა ხმების 57% მიიღო, ხოლო მისმა კონკურენტმა ებრაჰიმ რაისიმ კი - 38,5%.
პირველივე ტურში გამარჯვებისთვის კანდიდატს 50%-ზე მეტი ხმები უნდა მიეღო.