ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა

ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა

ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე, შოკოლადის ყოფილი ქარხნის მე-2 სართულზე ხანძარი გაჩნდა. ადგილზე 8 სახანძრო ბრიგადა არის მობილიზებული. შოკოლადის ყოფილი ქარხნის მე-2 სართულზე ხის საამქრო იყო განთავსებული, სადაც სავარაუდოდ, ცეცხლი განდა.

ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია.