კასპის მუნიციპალიტეტში საქველმოქმედო სამედიცინო აქცია ჩატარდება

კასპის მუნიციპალიტეტში საქველმოქმედო სამედიცინო აქცია ჩატარდება

21 მაისს, 10:00-17:00 საათამდე, საქართველოს პარლამენტის წევრის, კასპის მაჟორიტარი დეპუტატის, ირაკლი მეზურნიშვილის ინიციატივით და კლინიკა „მარიმედის" მხარდაჭერით, ი. ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის (BAC) წამყვანი სპეციალისტები კასპის მუნიციპალიტეტში საქველმოქმედო სამედიცინო აქციაში მიიღებენ მონაწილეობას.

აქციის ფარგლებში ი. ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის  (BAC) სხვადასხვა პროფილის წამყვანი სპეციალისტები, „მარიმედის" სამედიცინო დაწესებულებას ეწვევიან და 18 წლამდე ასაკის სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიანი ოჯახების ბავშვებსა და მოზარდებს სხვადასხვა სახის სამედიცინო მომსახურებას და მაღალკვალიფიციური სპეციალისტების კონსულტაციას უფასოდ გაუწევენ.