ინკლუზიური განათლების სპეციალისტებისთვის სასწავლო ტური დასრულდა

ინკლუზიური განათლების სპეციალისტებისთვის სასწავლო ტური დასრულდა

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული სასწავლო ტური ინკლუზიური განათლების 30 სპეციალისტისთვის დასრულდა. ტურის ფარგლებში სამუშაო შეხვედრები თბილისის 10 საჯარო სკოლაში ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა.

სასწავლო ტური მიზნად ისახავდა ინკლუზიური განათლების ხელშეწყობას რეგიონებში და გულისხმობდა რეგიონების სკოლებში დასაქმებული სპეციალისტებისთვის გამოცდილების გაზიარებას წარმატებული პრაქტიკის მქონე სკოლებში.

ტურის ფაგლებში მასწავლებლები გაეცნენ სწავლების და სსსმ მოსწავლის კლასში ინტეგრაციის ეფექტიან სტრატეგიებს ასევე, დააკვირდნენ, თუ რა ფაქტორები განაპირობებს ინკლუზიური განათლების წარმატებას ამა თუ იმ სკოლაში.

სასწავლო ტურის მონაწილეთა შესარჩევი კონკურსი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა მიმდინარე წლის მარტის თვეში გამოაცხადა, რის შედეგად შეირჩა ინკლუზიური განთლების 30 სპეციალისტი. შერჩეული სპეციალისტები გადანაწილდნენ 10 ინკლუზიურ სკოლაში, სადაც მათ ჰყავდათ სუპერვიზორები.

სასწავლო ტური უკვე მეორედ ჩატარდა. ცენტრმა აღნიშნული პროექტის განხორციელება გასული წელს დაიწყო.