ირაკლი კობახიძემ პოლონეთში ვიზიტი შეაჯამა

ირაკლი კობახიძემ პოლონეთში ვიზიტი შეაჯამა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ პოლონეთში ვიზიტი დაასრულა.

ირაკლი კობახიძემ ვარშავაში ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის პარლამენტების თავმჯდომარეების სამიტში მიიღო მონაწილეობა.

სამიტის მონაწილეებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების ახალი ტალღა, საკონსტიტუციო ცვლილებები და საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები გააცნო.

ვიზიტის ფარგლებში ირაკლი კობახიძემ მაღალი დონის შეხვედრები გამართა.

„ძალიან საინტერესო ვიზიტი შედგა პოლონეთში. მონაწილეობა მივიღეთ სამიტში, სადაც წარმოდგენილნი იყვნენ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების პარლამენტების სპიკერები. გარდა ამისა, სამიტი გამოვიყენეთ იმისთვის, რომ გაგვეღრმავებინა ჩვენი ურთიერთობა სხვადასხვა ქვეყნებთან. შედგა ორმხრივი შეხვედრებიც და ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს ჩვენი პოზიციების გამყარებას და ევროპელ პარტნიორებთან ჩვენი ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას", - განაცხადა ვიზიტის შეჯამებისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.