აშშ-ს მხრიდან სირიის პროსამთავრობო ძალებზე ავიადარტყმები არალეგიტიმურია

აშშ-ს მხრიდან სირიის პროსამთავრობო ძალებზე ავიადარტყმები არალეგიტიმურია

აშშ-ის სამხედრო საჰაერო ძალების მხრიდან ავიადარტყმების განხორციელება სირიის პროსამთავრობო ძალებზე არალეგიტიმური და უკანონოა, მიუხედავად იმისა თუ რა იყო ამის მიზეზი, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.

„ამერიკულმა სარდლობამ ავიადარტყმა სირიის პროსამთავრობო ძალების პოზიციებზე იმით ახსნა, რომ თითქოს პროსამთავრობო ძალები საფრთხეს უქმნიდნენ ოპოზიციის ძალებს, რომელსაც მხარს ამერიკა უჭერს“, - განაცხადა ლავროვმა.

„რაც არ უნდა ყოფილიყო ამის მიზეზი ეს ავიადარტყმა არალეგიტიმური და უკანონოა. აღნიშნული სირიის სუვერენიტეტის მორიგ უხეშ დარღვევას წარმოადგენს“, - განაცხადა რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

გუშინ, აშშ-ის საჰაერო ძალებმა სირიაში პროსამთავრობო ძალებზე საჰაერო დარტყმები მიიტანეს. ამერიკელებმა საჰაერო დარტყმა ასადის რეჟიმის მხარეზე მებრძოლ დანაყოფებზე მას შემდეგ მიიტანეს, რაც ამ დანაყოფმა იერიში მიიტანა დაჯგუფებაზე, რომელსაც მხარს აშშ-ს უჭერს.

აღნიშნული შემთხვევა სირიის სამხრეთ ნაწილში ქალაქ ეთ-თანფთან მახლობლად მოხდა.

სირიის ოპოზიციის წარმომადგენლის განცხადებით, ავიადარტყმის შედეგად ასადის რეჟიმის მხარეს მებრძოლი დაჯგუფის ავტოკოლონის განადგურება მოხდა.