პროკურატურა არ გამორიცხავს, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს სახაზინო ადვოკატები დაენიშნოს

პროკურატურა არ გამორიცხავს, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს სახაზინო ადვოკატები დაენიშნოს

პროკურატურა არ გამორიცხავს, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს სახაზინო ადვოკატები დაენიშნოს. როგორც საქმის პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა ჟურნალისტებთან პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა, ადვოკატები ცდილობენ პროცესის გაჭიანურებას და თუ მსგავსი ქმედება გაგრძელდება, მოსამართლე მიიღებს სახაზინო ადვოკატის დანიშვნის გადაწყვეტილებას.

“მოსამართლემ მიიღო გადაწყვეტილება, ვინაიდან ეს ადვოკატები არ იცავდნენ კლიენტის ინტერესებს და მათ პროტესტის ნიშნად დატოვეს დარბაზი, დაარღვიეს პროცედურები. მათ არ დაიცვეს სამართლებრივი პროცედურები, ამის შემდეგ მოსამართლემ მიიღო გადაწყვეტილება, რომ თუ ეს ადვოკატები გააგრძელებენ პროცესის გაჭიანურებას და თავს აარიდებენ მართლმსაჯულებას, დეკანოზ მამალაძეს დაენიშნება საზაზინო ადვოკატი და სასამართლო პროცესი ჩვეულებრივ გაგრძელდება“, - ჯარჯი წიკლაურმა.

ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებული პროცესი დეკანოზმა გიორგი მამალაძემ და მისმა ადვოკატებმა დატოვეს.