ე.წ. ციანიდის საქმის სასამართლო პროცესი დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატებმაც დატოვეს

ე.წ. ციანიდის საქმის სასამართლო პროცესი დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატებმაც დატოვეს

ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებული პროცესი დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატებმაც დატოვეს. ამით დაცვის მხარემ პროცესის დატოვების თაობაზე თავად დაკავებულის მოწოდება გაითვალისწინა.

მათივე თქმით, დეკანოზს ვერავითარ შემთხვევაში ვერ დაენიშნება სხვა ადვოკატი, ვინაიდან ეს თავად ბრალდებულს არ სურს. ე.წ. ციანიდის საქმე სრულად დაიხურა. ამ გადაწყვეტილების საპროტესტოდ ბრალდებულმა დეკანოზმა პროცესი დატოვა და ადვოკატებსაც აღნიშნულისკენ მოუწოდა.