პარლამენტის ვიცე სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირმა, სამხრეთ კავკასიის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელის ჰერბერტ ზალბერის განცხადებასთან დაკავშირებით პრინციპული პოზიცია დაიკავოს.
ვოლსკის თქმით, ევროკავშირი და საქართველო ერთ მხარეზე დგას და მათი პოზიციებიც ერთნაირია.
“ამ საკითხთან დაკავშირებით, ევროკავშირთან ერთ პოზიციაზე, ერთ მხარეზე ვდგავართ. მოწოდებებზე აყოლა, რომ ურთიერთობა დავძაბოთ და ისე წარმოვაჩინოთ, რაც ზოგიერთ ოპონენტს სურს, რომ ჩვენ და ევროკავშირი რაღაც გაუგებრობაში ვართ ერთმანეთთან, ეს არ არსებობს და ამას ხაზი ათასჯერ უნდა გაესვას. აუცილებელია ისიც, რომ ევროკავშირმა პრინციპული პოზიცია დაიკავოს იმ ადამიანის მიმართ, ვინც არა მარტო ქართულ ინტერესს დაუპირისპირდა, არამედ ევროკავშირის მიერ დადგენილ პრინციპებს”, - განაცხადა გია ვოლსკიმ.
ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოს კრიზისების საკითხებში ჰერბერტ ზალბერი ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტს ანატოლი ბიბილოვს შეხვდა და აღნიშნული “პოსტის” დაკავება მიულოცა.