ჩვენ განვიხილავთ ჩემი, როგორც მოქალაქის თუ სასულიერო პირის ცხოვრებას? ჩემი მხრიდან მკვლელობის მომზადებას თუ ჩემს პირად მიმოწერას?

ჩვენ განვიხილავთ ჩემი, როგორც მოქალაქის თუ სასულიერო პირის ცხოვრებას? ჩემი მხრიდან მკვლელობის მომზადებას თუ ჩემს პირად მიმოწერას?

დასამალი არაფერი მაქვს, - ამის შესახებ ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებულმა, მამა გიორგი მამალაძემ დღევანდელ პროცესზე განაცხადა. დაკავებული დეკანოზი დაეთანხმა მისი ადვოკატების შუამდგომლობას, რომ საქმის არსებითი განხილვა ღიად და საჯაროდ წარიმართოს. „ვეთანხმები ადვოკატებს. დასამალი არაფერი მაქვს. ჩვენ განვიხილავთ აქ ჩემი, როგორც მოქალაქის თუ სასულიერო პირის ცხოვრებას? ჩემი მხრიდან მკვლელობის მომზადებას თუ ჩემს პირად მიმოწერას? მზად ვარ, თუ თქვენ ამას გადაწყვეტთ, ბატონო მოსამართლე, ჩემი პირადი მიმოწერა გასაჯაროვდეს. დასამალი არაფერი მაქვს. არა არს დაფარული, რომელი არა გაცხადდეს“, - აღნიშნა მამა გიორგი მამალაძემ.