„ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტებმა სირიის პროვინცია ხამაში 20 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს

„ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტებმა სირიის პროვინცია ხამაში 20 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს

ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტებმა სირიის პროვინცია ხამაში 20 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს. აღნიშნულის შესახებ სააგენტო SANA იუწყება.

სააგენტოს ინფორმაციით, დილით „ბოევიკები“ ხამას პროვინციის ერთ-ერთ სოფელში შევარდნენ და ადგილობრივ მოსახლეობას გაუსწორდნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულებს შორის ქალები და ბავშვები არიან.