ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის მსურველთაგან გასაუბრების ეტაპზე 24 კანდიდატი გადავიდა

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის მსურველთაგან გასაუბრების ეტაპზე 24 კანდიდატი გადავიდა

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის მსურველთა გამოცდა უცხოურ ენაში დასრულდა და გასაუბრების ეტაპზე 24 კანდიდატი გადავიდა.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ესენი არიან: ადეიშვილი ირაკლი, ალანია თამარ, ალექსიძე თამარ, ბაქაქური ნინო, ბაჩიაშვილი იოსებ, ბოხაშვილი ბესარიონ, გაბისონია თამარ, გელაძე ნატალია, გეწაძე შოთა, დობორჯგინიძე ვერა, დონდოლაძე ირაკლი, ვარძელაშვილი კონსტანტინე, კვირიკაშვილი მაია, კემულარია რუსუდან, კორკელია კონსტანტინე, ლეგაშვილი ნიკოლოზ, მესხიშვილი ქეთევან, მესხორაძე ლევან, პაპუაშვილი გიორგი, სვანიძე ერიკ, ჭანტურია ლადო, ჯანდიერი დავით, ჯაფარიძე სოფიო და ხითარიშვილი ლუიზა.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლის კანდიდატურების შესარჩევად კონკურსის ფარგლებში საბუთების მიღება 2017 წლის 21 თებერვალს გამოცხადდა და 13 აპრილის ჩათვლით მიმდინარეობდა. მასში მონაწილეობდა 68 კანდიდატი. სპეციალურმა სამთავრობო კომისიამ კონკურსანტების საბუთების საკონკურსო განაცხადთან შესაბამისობის დადგენის შემდგომ უცხოური ენის გამოცდაზე 25 კანდიდატი მიიწვია. უცხოური ენის ცოდნის დონის შემოწმების შემდეგ გასაუბრების ეტაპზე 24 კანდიდატია გადასული, რომელთაგან, საბოლოოდ, კომისია ხუთ კანდიდატურას შეარჩევს, ხოლო მათგან სამ კანდიდატურას მთავრობა დაასახელებს.

გასაუბრების ეტაპი 24 კანდიდატთან თვის ბოლომდე ჩატარდება.