ნუ დაგვიტოვებთ შთაბეჭდილებას, რომ მარტო კრიტიკისთვის არსებობთ - ისაუბრეთ პოზიტიურ წინსვლაზეც

ნუ დაგვიტოვებთ შთაბეჭდილებას, რომ მარტო კრიტიკისთვის არსებობთ - ისაუბრეთ პოზიტიურ წინსვლაზეც

უმრავლესობის დეპუტატი ვანო ზარდიაშვილი სახალხო დამცველს სთხოვს, საკუთარ ანგარიშებში პრობლემებისა და კრიტიკის გარდა, პოზიტიურ ცვლილებებსაც დაუთმოს ადგილი.

”თქვენ უფლებამოსილებაში შედის საკითხების როგორც კრიტიკულად შეფასება, ასევე პოზიტიურად შეფასება. ძალიან გთხოვთ, გამოყოთ საკითხები, სადაც თამამად შეგიძლიათ თქვათ, რომ არის პოზიტიური წინსვლა. დაასახელეთ ასეთი ხუთი სფერო სახელმწიფოში. ნუ დაგვიტოვებთ შთაბეჭდილებას, რომ მარტო კრიტიკისთვის არსებობთ და არ უნდა თქვათ, რომ მაგალითად, კერძო საკუთრების დაცვის ნაწილში გვაქვს პოზიტიური ცვლილებები, ადამიანის უფლებებთან მიმართებით... იქნებ ხუთი ასეთი სფერი დაასახელოთ”, - მიმართა ზარდიაშვილმა უჩა ნანუაშვილს.

უჩა ნანუაშვილმა პარლამენტს ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში არსებული მდგომარეობის შესახებ ყოველწლიური ანგარიში გააცნო.