ნიკოლოზ ნათენაძე უკრაინის უმაღლესი რადას აპარატის უფროსს შეხვდა

ნიკოლოზ ნათენაძე უკრაინის უმაღლესი რადას აპარატის უფროსს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი ნიკოლოზ ნათენაძე უკრაინაში იმყოფება, სადაც 19-20 მაისს გლობალური საკანონმდებლო ღიაობის კონფერენციაში იღებს მონაწილეობას. კონფერენციის ფარგლებში, ნიკოლოზ ნათენაძემ შეხვედრა უკრაინელ კოლეგასთან, უმაღლესი რადას აპარატის უფროს პეტრო ბოდნართან გამართა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე საქართველოს პარლამენტსა და უკრაინის უმაღლეს რადას აპარატს შორის თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს და ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს. ნიკოლოზ ნათენაძემ და პეტრო ბოდნარმა იმსჯელეს საკანონმდებლო ორგანოების აპარატის სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის მნიშვნელოვან ტექნიკურ საკითხებზეც. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, უკრაინის საპარლამენტო დელეგაცია 26-29 მაისს თბილისში, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიას დაესწრება და ქართულ მხარესთან ორმხრივი შეხვედრები გაიმართება.

შეხვედრას უკრაინის უმაღლესი რადას ქართული წარმოშობის დეპუტატი, ხვიჩა მეფარიშვილი ესწრებოდა.