პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე მსჯელობა მას შემდეგ უნდა დაიწყოს, როცა გამოძიება დასრულდება

პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე მსჯელობა მას შემდეგ უნდა დაიწყოს, როცა გამოძიება დასრულდება

ზვიად ძიძგურის განცხადებით, დღეს პარლამენტი ოპოზიციის დადგენილების პროექტზე იმსჯელებს, რომელიც აუდიტის სამსახურის ლაშა თორდიას ცემის ფაქტთან დაკავშირებით პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას გულისხმობს.

როგორც პარლამენტის ვიცე სპიკერმა ზვიად ძიძიგურმა აღნიშნა, მისი აზრით, საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე მსჯელობა პარლამენტში მას შემდეგ უნდა დაიწყოს, როცა გამოძიება დასრულდება და მასთან გარკვეული შეკითხვები იქნება.

,,დადასტურებით შემიძლია გითხრათ, რომ დღეს პარლამენტი განიხილავს დადგენილების პროექტს, რომელიც ასეთი ტიპის საგამოძიებო კომისიის შექმნას ისახავს მიზნად. ამაზე პარლამენტში დებატებიც იქნება. რაც შეეხება ჩემ პირად მოსაზრებას, გამოძიებას უნდა დაველოდოთ. თუ უკმაყოფილო ვიქნებით და პარლამენტი გადაწყვეტს, რომ გამოძიებამ თავი ვერ გაართვა რაიმე კითხვაზე პასუხის გაცემას, ასეთ შემთხვევაში უნდა ვიმსჯელოთ ამ თემაზე. ვფიქრობ, ძალიან ნაადრევია, არ დაველოდოთ გამოძიებას და ისე დავიწყოთ ასეთი ტიპის კომისიის შექმნა“, - განაცხადა ძიძიგურმა.

პარლამენტში, დღეს ოპოზიციის დადგენილების პროექტი უნდა განიხილონ, რომლის მიხედვით, აუდიტის სამსახურის უფროსის ლაშა თორდიას ცემის ფაქტთან დაკავშირებით პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია უნდა შეიქმნას.