ოკუპირებულ აფხაზეთსა და რუსეთს შორის შს ორგანოების ერთობლივი საინფორმაციო-საკოორდინაციო ცენტრის ფორმირების შესახებ შეთანხმება გაფორმდა

ოკუპირებულ აფხაზეთსა და რუსეთს შორის შს ორგანოების ერთობლივი საინფორმაციო-საკოორდინაციო ცენტრის ფორმირების შესახებ შეთანხმება გაფორმდა

დღეს სოჭში ხელი მოეწერა ოკუპირებულ აფხაზეთსა და რუსეთის ფედერაციას შორის შინაგან საქმეთა ორგანოების ერთობლივი საინფორმაციო-საკოორდინაციო ცენტრის ფორმირების შესახებ შეთანხმებას. აღნიშნულის შესახებ რუსული სააგენტო „სპუტნიკი“ იუწყება.

ოკუპირებული აფხაზეთის მხრიდან შეთანხმებას ხელი დე ფაქტო შს მინისტრმა ასლან კობახიამ, ხოლო რუსეთის მხრიდან შს მინისტრის მოადგილემ იგორ ზუბოვმა მოაწერეს.

გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ცენტრის მიზანია ორგანიზებულ დანაშაულთან ერთობლივი ბრძოლა.

ცენტრის ამოცანებში შედის ოპერატიული ინფორმაციის გაცვლა ოკუპირებული აფხაზეთისა და რუსეთის სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის, ასევე აუცილებელი ოპერატიული და კრიმინალისტური ღონისძიებების ჩატარება, ორგანიზებულ დანაშაულებრივ ჯგუფებზე მონაცემთა ბაზის შექმნა.