ბრიტანეთის ყველაზე გაყიდვადი მომღერალი - ლანა დელ რეი (VIDEO)

ბრიტანეთის ყველაზე გაყიდვადი მომღერალი - ლანა დელ რეი (VIDEO)

მუსიკალური კორპორაცია „Official UK Charts Company“-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დიდ ბრიტანეთში 20120 წლის პირველი კვარტლის ყველაზე გაყიდვადი ციფრული მომღერალი ამერიკელი ლანა დელ რეია.

2012 წლის პირველ კვარტალში გაიყიდა ლანას ალბომის „Born To Die“ მილიონზე მეტი ციფრული ვერსია. აღსანიშნავია, ის ფაქტის, რომ ასეთ შედეგს მომღერალმა ყოველგვარი ალბომის მხარდასაჭერი პრომო-კომპანიის გარეშე მიაღწია.

მუსიკალური კორპორაცია „Official UK Charts Company“ გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიაზე სინგლების და ალბომების გაყიდვებს ადევნებს თვალყურს და შედეგის დასათვლელად პოპულარული ინტერნეტ-რესურსების: „Spotify“, „Deezer“, „Napster“ და „We7“ მონაცემებს იყენებს.

„Official UK Charts Company“- ს  რეიტინგის სამეულში შევიდნენ ემილი სანდესისა და ედ შირანის ალბომებიც: „Our Version Of Events“ და „+“. მეოთხე და მეხუთე პოზიციები ადელისა და  „Coldplay“ ალბომებმა,-  „21“ და „Mylo Xyloto“ გადაინაწილეს.