მიხეილ გიორგაძე არ გამორიცხავს, რომ ჰერბერტ ზალბერი ჟენევის დისკუსიებში

მიხეილ გიორგაძე არ გამორიცხავს, რომ ჰერბერტ ზალბერი ჟენევის დისკუსიებში "სხვა პირით ჩანაცვლდეს"

საქართველოს კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე არ გამორიცხავს, რომ ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოს კრიზისის საკითხებში ჰერბერტ ზალბერი ჟენევის დისკუსიებში " სხვა პირით ჩანაცვლდეს". ამის შესახებ გიორგაძემ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

კითხვაზე, საქართველოს მხრიდან დგას თუ არა ასეთი მოთხოვნა დღის წესრიგში, მიხეილ გიორგაძე პასუხობს, რომ რა თქმა უნდა.

ჰერბერტ ზალბერმა ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში ვიზიტისას ანატოლი ბიბილოვს "საპრეზიდენტო არჩევნებში" გამარჯვება მიულოცა.