ოკუპირებულ აფხაზეთსა და რუსეთს შორის ახალი შეთანხმება გაფორმდება

ოკუპირებულ აფხაზეთსა და რუსეთს შორის ახალი შეთანხმება გაფორმდება

ოკუპირებულ აფხაზეთსა და რუსეთს შორის 18 მაისს, სოჭში, ხელი მოეწერება შინაგან საქმეთა ორგანოების ერთობლივი საინფორმაციო-საკოორდინაციო ცენტრის ფორმირების შესახებ შეთანხმებას. აფხაზეთის დეფაქტო შსს-ს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ამას ითვალისწინებს აფხაზეთსა და რუსეთის ფედერაციას შორის 2014 წლის 24 ნოემბერს ხელმოწერილი შეთანხმება სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ.

მათივე ცნობით, ცენტრი იქმენება აფხაზეთსა და რუსეთს შორის ორგანიზებული დანაშაულისა და სხვა საშიში დანაშაულებების წინააღმდეგ კოორდინაციისთვის.