ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში ხვალ, პატრიარქის კურთხევით, შვიდი და მეტშვილიან 100 ოჯახს სპეციალური სიგელები გადაეცემათ.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ პატრიარქის საყოველთაო ნათლობის საორგანიზაციო ჯგუფიდან აცნობეს, აღნიშნულ ოჯახებს სამების ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) დალოცავს. სასულიერო პირები კი მათ „მამულისთვის თავდადებული მშობლების სიგელს“ გადასცემენ.
დალოცვის ცერემონიაზე 7-დან 11 შვილიანი 100 ოჯახი შვილებთან ერთად იქნება წარმოდგენილი.