მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ინკლუზიური განათლების სპეციალისტებისთვის სასწავლო ტური დაიწყო

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ინკლუზიური განათლების სპეციალისტებისთვის სასწავლო ტური დაიწყო

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ინკლუზიური განათლების მასწავლებლებისთვის სასწავლო ტური დაიწყო. ტურის ფარგლებში პირველი სამუშაო  შეხვედრა გაიმართა, სადაც ინკლუზიური განათლების ექსპერტ-კონსულტანტმა, ჟანა კვაჭაძემ მასწავლებლებს  მასპინძელი სკოლის ხელმძღვანელები წარუდგინა და სასწავლო ტურის ამოცანები გააცნო.

სასწავლო ტური მიზნად ისახავს ინკლუზიური განათლების ხელშეწყობას რეგიონებში და გულისხმობს რეგიონების სკოლებში დასაქმებული სპეციალისტებისთვის გამოცდილების გაზიარებას წარმატებული პრაქტიკის მქონე სკოლებში.

ტურის ფაგლებში მასწავლებლები გაეცნობიან სწავლების და სსსმ მოსწავლის კლასში  ინტეგრაციის ეფექტიან სტრატეგიებს ასევე, დააკვირდებიან, თუ რა ფაქტორები განაპირობებს ინკლუზიური განათლების წარმატებას ამა თუ იმ სკოლაში. 

სასწავლო ტურის მონაწილეთა შესარჩევი კონკურსი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა მიმდინარე წლის მარტის თვეში გამოაცხადა, რის შედეგად შეირჩა ინკლუზიური განთლების 30 სპეციალისტი. შერჩეული სპეციალისტები გადანაწილდებიან 10 ინკლუზიურ სკოლაში, სადაც მათ ეყოლებათ სუპერვიზორები.

სასწავლო ტური უკვე მეორედ ტარდება. ცენტრმა აღნიშნული პროექტის განხორციელება გასული წელს დაიწყო.