ოთარ დანელია ინდონეზიის რესპუბლიკის წარმომადგენელთა პალატის ვიცესპიკერს შეხვდა

ოთარ დანელია ინდონეზიის რესპუბლიკის წარმომადგენელთა პალატის ვიცესპიკერს შეხვდა

აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელია საქართველოში ვიზიტად მყოფ ინდონეზიის რესპუბლიკის წარმომადგენელთა პალატის ვიცესპიკერ ფადლი ზონს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებსა და სამომავლო თანამშრომლობაზე, განსაკუთრებით, სოფლის მეურნეობის კუთხით.

„ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო. დელეგაცია ეცნობა საქართველოში არსებულ რეფორმებს, აქ მიმდინარე საკმაოდ საინტერესო პროექტებს, მათ შორის სოფლის მეურნეობის მიმართულებით. შესაბამისად, ჩვენ ვისაუბრეთ თუ როგორ შეიძლება სოფლის მეურნეობის განვითარება, მათ შორის სოფლის განვითარება", - განაცხადა შეხვედრის შემდეგ ოთარ დანელიამ.

როგორც აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, შეხვედრაზე საკმაოდ საინტერესო დისკუსია შედგა ასევე იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი შესაძლებლობებია საქართველოში აგროტურიზმის განვითარების თვალსაზრისით.

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ ინდონეზიის რესპუბლიკის წარმომადგენელთა პალატის ვიცესპიკერის თანმხლები დელეგაციის წევრები, მათ შორის პარლამენტის წევრები.

დღესვე დაგეგმილია ინდონეზიის რესპუბლიკის წარმომადგენელთა პალატის ვიცესპიკერის შეხვედრა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან.

 

·