სხვადასხვა ადამიანის გამოკითხვის ოქმებით დასტურდება, რომ აგრესიის ინიციატორი არა ოთარ ფარცხალაძე, არამედ ლაშა თორდია იყო

სხვადასხვა ადამიანის გამოკითხვის ოქმებით დასტურდება, რომ აგრესიის ინიციატორი არა ოთარ ფარცხალაძე, არამედ ლაშა თორდია იყო

ოთარ ფირცხალაძის ადვოკატების განცხადებით, გენერალური აუდიტორის მიერ გაკეთებული განცხადებები ყოფილი მთავარი პროკურორის მიერ მასზე თავდასხმის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება.

ადვოკატებმა დღეს მტკიცებულებების სახით შემთხვევის ადგილზე მყოფი პირების გამოკითხვის ოქმები წარმოადგინეს, რომლითაც, მათივე თქმით, დასტურდება, რომ ფარცხალაძეზე აგრესიის ავტორი თავად ლაშა თორდია იყო.

ადვოკატებმა განმარტეს, რომ მათ მიერ გამოკითხულია შემთხვევის ადგილზე მყოფი პირები, მათ შორის კაფე ”ელ ცენტროს” თანამშრომლები, რომლებიც ამბობენ, რომ არავითარ მასშტაბურ ინციდენტს ადგილი არ ჰქონია. მათივე თქმით, გამოკითხული პირები ამბობენ, რომ ლაშა თორდიას მხიდან წამოსული აგრესია ფირცხალაძის პირადი დაცვის მიერ განეიტრალდა, რომელიც ადეკვატურად და პროპორციულად იყო გამოყენებული. ამასთან, ოთარ ფარცხალაძის ადვოკატები აღნიშნავენ, რომ ინციდენტის შემდეგ გენერალურ აუდიტორს არ გამოუძახებია სამართალდამცველები და დარჩა კაფე „ელ ცენტროში“, რაც ასევე ეჭვს იწვევს, რომ თორდიას პოლიტიკური მოტივები ამოძრავებდა.

”შესაბამისად ამ მტკიცებულებნებით სახეზე გვაქვს რომ ოთარ ფარცხალაძე არის ლაშა თორდიას მიერ პროვოცირების მცდელობის მსხვერპლი”, - განაცხადა ფარცალაძის ადვოკატმა მერაბ ჩიქოვანმა.

ადვოკატებმა ასევე აღნიშნეს, რომ გენერალური აუდიტორი ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებს, რაც დასტურდება იმით, რომ მასზე თავდასხმას არა ათი პირი ახდენდა, არამედ მასზე თავდასხმას ადგილი არ ჰქონია.