თეთრი სახლი The Washington Post-ის სტატიას სიცრუეს უწოდებს

თეთრი სახლი The Washington Post-ის სტატიას სიცრუეს უწოდებს

თეთრი სახლი The Washington Post-ის სტატიას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს სრულიად საიდუმლო ინფორმაცია გაუზიარა.

„დღევანდელი ისტორია, როგორც ის გადმოცემულია, სიცრუეა“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტის თანაშემწემ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში გერბერტ მაკმასტერმა, რომელიც ასევე ესწრებოდა ტრამპისა და ლავროვის შეხვედრას.

„პრეზიდენტმა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა საერთო საფრთხეები განიხილეს, რომელიც ტერორისტული ორგანიზაციებისგან მოდის. პრეზიდენტს არ განუხილავს დაზვერვის წყაროები ან მეთოდები, არ გაუსაჯაროებია ინფორმაცია სამხედრო ოპერაციების შესახებ“, - აღნიშნა მაკმასტერმა.

ამერიკული გაზეთი The Washington Post აშშ-ის ადმინისტრაციაში წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შესაძლოა, სრულიად საიდუმლო ინფორმაცია გაუზიარა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს და აშშ-ში რუსეთის ელჩს სერგეი კისლიაკს ვაშინგტონში, თეთრ სახლში გამართულ შეხვედრაზე.

გაზეთის ინფორმაციით, „ტრამპის მიერ ამ მონაცემების გასაჯაროებამ საფრთხის ქვეშ დააყენა აშშ-ს სადაზვერვო სამსახურის მნიშვნელოვანი წყარო, რომელიც ტერორისტულ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოს“ შესახებ ინფორმაციას აწვდის“.