როცა ხელისუფლება თავის მოქალაქეებს უბრაზდება, ეს ცუდად მთავრდება, რადგან მერე მოსახლეობა კიდევ უფრო მეტად ბრაზდება

როცა ხელისუფლება თავის მოქალაქეებს უბრაზდება, ეს ცუდად მთავრდება, რადგან მერე მოსახლეობა კიდევ უფრო მეტად ბრაზდება

ხელისუფლება გაბრაზებულია სხვაგვარად მოაზროვნე მოქალაქეებზე, - ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა "ინტერპრესნიუსს" თბილისში, საკონსტიტუციო პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის ჩაშლაზე კომენტირებისას განუცხადა.

უსუფაშვილის შეფასებით, "სამწუხაროდ, ეს პროცესი წარიმართა არაკონსტრუქციულად".

"ხელისუფლება გაბრაზებულია სხვაგვარად მოაზროვნე მოქალაქეებზე. როდესაც ხელისუფლება თავის მოქალაქეებს უბრაზდება, მერე ეს ცუდად მთავრდება ხოლმე, იმიტომ რომ მერე მოსახლეობა კიდევ უფრო მეტად ბრაზდება. ასე რომ, იქნებ დასკვნები გამოიტანოს იმ ხალხმა, ვისაც ევალება ქვეყანაში კონსტრუქციული და აღმშენებლობითი პროცესის განვითარება და არა ამგვარი დამოკიდებულებები",- განაცხადა უსუფაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ თბილისში, კონსტიტუციის პროექტის საერთო-სახალხო განხილვა ჩაიშალა.