ჩვენი მოთხოვნაა, რაც შეიძლება სწრაფად და ობიექტურად იყოს გამოძიებული დაპირისპირების საქმე

ჩვენი მოთხოვნაა, რაც შეიძლება სწრაფად და ობიექტურად იყოს გამოძიებული დაპირისპირების საქმე

ჩვენი მოთხოვნაა, რომ რაც შეიძლება სწრაფად და ობიექტურად იყოს გამოძიებული დაპირისპირების საქმე და აუცილებლად ყველა დამნაშავე შესაბამისად დაისაჯოს, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძესა და აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელ ლაშა თორდიას შორის მომხდარ დაპირისპირებას.

რადიო ”პალიტრის” გადაცემა ”რეზიუმეში” კობახიძის სტუმრობისას მსმენელმა დარეკა და განაცხადა, რომ ოთარ ფარცხალაძე ”ქართულ ოცნებას” არცხვენს.

”რაც შეეხება ინციდენტს, რომელზეც იყო საუბარი. ინციდენტის სავარაუდო მონაწილე არ არის ჩვენი პარტიის წარმომადგენელი. რაც შეეხება გამოძიებას, უკვე გავაკეთეთ განცხადება, რომ მაქსიმალურად სწრაფად უნდა იყოს გამოძიებული ეს ფაქტი. ეს არის ჩვენი ხელისუფლების ხელწერა. გვახსოვს, რომ ამ კუთხით გვქონდა საკმაოდ ნეგატიური გამოცდილება წინა ხელისუფლების პირობებში. ჩვენი მოთხოვნაა სამართალდამცავი ორგანოების მიმართ, რომ იყოს რაც შეიძლება სწრაფად და ობიექტურად გამოძიებული ეს საქმე და აუცილებლად ყველა დამნაშავე შესაბამისად დაისაჯოს”, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ. 

რაც შეეხება ოპოზიციის მოთხოვნას, რომ პარლამენტში საგამოძიოებო კომისია შეიქმნას, ირაკლი კობახიძის თქმით, ”შესაძლოა ესეც იქნას განხილული”.

”თუ ვნახავთ, რომ ეფექტური გამოძიება წარიმართება და არ არის საჭიროა პარლამენტში კომისიის შექმნის, მაშინ კომისია არ შეიქმნება, თუმცა თუ დავინახავთ, რომ პარლამენტშიც არის საგამოძიებო კომისიის შექმნის აუცილებლობა, ამ შემთხვევაში ამაზეც ბუნებრივია ვიფიქრებთ”, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.